ფილმების შესახებ

ქალის სურნელი



ქალის სურნელი (ინგლ. Scent of a Woman) — რეჟისორ მარტინ ბრესტის ფილმი, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. ფილმში მონაწილეობენ ალ პაჩინო, კრის 'დონელი, ჯეიმზ რებორნი, გაბრიელ ენვორი და სხვა. ეს არის დინო რისის 1974 წლის ფილმქალის სურნელისგადამუშავება.

სიუჟეტი

ფრენკ სლეიდი, ომის ვეტერანი, ორივე თვალით ბრმაა. მისი ოჯახის წევრები მადლიერების დღეს სხვაგან მიემგზავრებიან, ამიტომ ფრენკის მომვლელად სტუდენტ ჩარლის დაიქირავებენ. ფრენკი ცხოვრებისეულ კრიზისს განიცდის. ის სასოწარკვეთილი და აგრესიულია ყველას მიმართ და ცდილობს სანამ ცხოვრებას თვითმკვლელობით დაამთავრებს, მისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ფრენკი გადაწყვეტს ნიუ-იორკში გაემგზავროს და დასახმარებლად ჩარლისაც თან წაიყვანს.


როლებში

ალ პაჩინოლეიტენანტ პოლკოვნიკი ფრენკ სლეიდი
კრის 'დონელიჩარლი სიმსი
ჯეიმზ რებორნიმისტერ ტრესკი
ფილიპ სეიმურ ჰოფმანიჯორჯ ვილისი
გაბრიელ ენუორიდონა
რიჩარდ ვენტურა.. სლეიდი
ბრედლი უიტფორდირენდი
ჯუნ სკუიბიმისის ჰანსაკერი
როშელ ოლივერიგრეტჩერი
ტომ რიის ფარელიგარი
ნიკოლას სედლერიჰარი ჰევმეიერი
ტოდ ლუისოტრენტ პოტერი
რონ ელდარდიოფიცერი გორი

შემოსავალი

ფილმის შემოსავალმა ამერიკაში შეადგენდა 63,095,253 აშშ დოლარს. ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 71,000,000 დოლარს გადააჭარბა

ჯილდოები

ოსკარი
საუკეთესო მსახიობი კაცი: ალ პაჩინო
ოქროს გლობუსი
საუკეთესო დრამა:
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში: ალ პაჩინო

საუკეთესო სცენარი: ბო გოლდმანი 


ქართულად გახმოვანებული ვერსია ამ საიტზე:
http://net.adjara.com/Movie/main?id=732


წიგნის ქურდი



რეჟისორი: ბრაიან პერსივალი

როლებში: როჯერ ალამი, სოფი ნელისი, ჰაიკე მაკატჩი, ჯულიან ლემანი, დიტერ დოსტი, რაინერ რეინერსი.
ფილმის შემასავალი: $9,375,055


ფილმის სიუჟეტი

მოქმედება ფაშისტურ გერმანიაში 1939 წლის იანვრის დასაწყისიდან ხდება. მთავარი გმირი 9 წლის გოგონა ლიზელი მემინგერია, რომლის ირგვლივაც ვითარდება სიუჟეტი. ლიზელს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა - მამამისი, რომელიც კომუნისტებთან იყო კავშირში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო დედა, რომელსაც არ შეეძლო შვილებისთვის მოევლო, მათ გაშვილებას გადაწყვეტს. ახალი სახლისკენ მიმავალ გზაზე გოგონას ძმა მის თვალწინ მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვლება. ბიჭუნას იქვე მდებარე სასაფლაოზე მარხავენ და ზუსტად აქ ლიზელი თავის პირველ წიგნს იპარავს. (მარკუს ზუსაკის რომანის ეკრანიზაცია)


ფილმი გახმოვანებული ქართულად- იხილეთ აქ





Hiç yorum yok:

Yorum Gönder

მთავარი კვერდი

ჩემთვის კინომატოგრაფის სახეობა ძალიან საინტერესოა , რადგან მე ბავშვობიან მიყვარს კინოს და იმიტომ , რომ მე ავრჩიე ამ თემას...